რუსეთის პროკურატურა ალექსეი ნავალნისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნისთვის 20-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო საბოლოო განაჩენს 4 აგვისტოს გამოაცხადებს.

ნავალნი 11-წლიან სასჯელს უკვე იხდის თაღლითობისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც ოპოზიციის ლიდერს გასაჩუმებლად წარუდგინეს.

სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, ბრალდება ეხება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ექვს სხვადასხვა მუხლს, მათ შორის ექსტრემისტული აქტივობის წაქეზებასა და დაფინანსებას, ასევე ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნას.

რუსეთმა ნავალნის ორგანიზაცია კანონგარეშე გამოაცხადა.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი