მასწავლებლების მობილიზება არჩევნებისთვის | პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია განათლების სისტემაში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია განათლების სისტემაში - სკოლების დირექტორობის 27 კანდიდატი სასამართლოში ჩივის. საქმე ეხება დირექტორობის თანამდებობისთვის სერტიფიცირების კონკურსს, რომელიც, კანდიდატების მტკიცებით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. კანდიდატები სხვა ვერაფრით ხსნიან მათთვის უარის თქმას - ყველამ, ვინც სასამართლოში სარჩელი შეიტანა, კონკურსის ძირითადი ბარიერები წარმატებით გადალახა და მხოლოდ გასაუბრების შემდეგ მიიღო უარი. კანდიდატების მტკიცებით გასაუბრების კრიტერიუმები აბსოლუტურად გაუგებარი იყო. განათლების დარგის ექსპერტები ამ საქმეზე საუბროსას კვლავ პედაგოგებზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ და ზუგდიდის სკოლის დირექტორის ია კერზაიას ტრაგიკულ ისტორიას იხსენებენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი