პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად გაფორმდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი მომავალ წლის საპარლამენტო არჩევნებში ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისთვის ერთად იბრძოლებენ. ოპოზიციური პარტიები გაერთიანების კიდევ ერთ საფუძველზე ლაპარაკობენ - ეს არის პარტიების ევროპული მსოფლმხედველობა და სტრატეგია, რომლის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციაა.
შეთანხმების მიღწევა ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად გახდა შესაძლებელი, თუმცა ამ შეთანხმების ყველა დეტალი ცნობილი არ არის. განსაკუთრებულ ინტერესს გაერთიანების ლიდერის საკითხი იწვევს, თუმცა არც ლევან ხაბეიშვილი და არც გიორგი ვაშაძე ამ დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ეს არ არის აქტუალური თემა.