პუტინის და პრიგოჟინის რეალური გეგმები. სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი ბელარუსში წვრთნებს იწყებს - ბოლო ცნობებით სასწავლო საბრძოლო მოქმედებები უკრაინისა და პოლონეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს, და ამ წვრთნებში თავად ვაგნერის შენაერთების გარდა ბელარუსული დანაყოფებიც არის ჩართული.
ამ ფონზე უკრაინაც და პოლონეთიც, რომელიც ნატოს წევრია, კონკრეტულ რეგიონებში მზადყოფნის რეჟიმზე გადადიან. სამხედრო ექსპერტების შეფასებით ვაგნერის ბოლო დროინდელი აჯანყება შესაძლოა რეალურად სწორედ ბელარუსში გადასროლის მიზეზით იყო ორგანიზებული.