მოძალადეების წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკა მკაცრდება. ევროპარლამენტარები უკვე ოფიციალურად მოითხოვენ საქართველოში ალტ-ინფოსა და კონსტანტინე მორგოშიასთვის სანქციების დაწესებას. ამ მკაცრი მოთხოვნის მიზეზია ძლადობრივი ჯგუფების მოქმედება 8 ივლისს თბილისში გამართულ ღონისძიებებზე.
თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვი მოძალადეების დასჯა მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" აშკარად ეშინიათ და ალტ-ინფოს თავგამოდებით იცავენ. მიზეზი კი მარტივია და მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებშიც ჩანს - მოძლადეების სანქცირებით გაჩნდება ამ მექანიზმის საქართველოში გამოყენების პრეცედენტი, რისიც ხელისუფლების ლიდერებს უკიდურესად ეშინიათ.