გაუსაძლისად ცხელი ზაფხული ევროპაში - რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში. მაღალი ტემპერატურის გამო საბერძნეთის მთავრობა ხალხმრავალ ადგილებს ხურავს, ტურისტებისგან იცლება რომის ქუჩებიც. ტყის ხანძრებს ებრძვიან ხორვატიასა და საბერძნეთში.
მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ახლა ხმელთაშუა ზღვა ცხელ აბაზანად გადაიქცა და კონტინენტის გაგრილებას ვეღარ უზრუნველყოფს. მეცნიერები ცდილობენ ახსნან, რა არის ტემპერატურის ანომალიური ზრდის მიზეზი და როგორ შეცვლის გლობალური დათბობა ტურისტულ სეზონს მომავალში.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი