კიდევ 680 სამხედრო, 15 ჯავშანმანქანა, 18 საარტილერიო სისტემა, 4 ტანკი - უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 21 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 680 სამხედრო, 15 ჯავშანტექნიკა, 18 საარტილერიო სისტემა და 4 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 240 690;
  • ​ტანკი - 4 133;
  • ჯავშანტექნიკა - 8 080;
  • საარტილერიო სისტემა - 4 610;
  • სარაკეტო სისტემა - 692;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 440;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 310;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 933;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 298;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 145;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 686.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი