ზაპოროჟიეში რუსებმა ინფრასტრუქტურული ობიექტი დაბომბეს - დაიღუპა 4, დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით, რუსების მიერ რეგიონში ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

მისი თქმით, პოლოგოვსკის რაიონში თავდასხმას ობიექტის თანამშრომლები, 29, 30, 33 და 43 წლის მოქალაქეები ემსხვერპლნენ. კიდევ ორი ​​დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

უკრაინული მხარის ცნობით, საერთო ჯამში, გასული დღის განმავლობაში, რუსეთმა 80 დარტყმა მიაყენა ზაპოროჟიეს რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი