
უკრაინის სამხრეთის სარდლობის ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმები ოდესაზე მოსკოვის მცდელობის ნაწილია, გაანადგუროს უკრაინის საკვები ექსპორტის უნარი.
"მტერი აგრძელებს ტერორს და ტერორი უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის გარიგებასთან", - თქვა ჰუმანიუკმა.
როგორც ჰუმენუკმა აღნიშნა, ამ კვირაში რუსული თავდასხმების შედეგად ბევრი სასოფლო-სამეურნეო და სამაშველო ტექნიკა დაზიანდა.
შეგახსენებთ, 21 ივლისს ღამით, რუსეთი ისევ დაესხა თავს სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესას, სადაც "კალიბრის" ტიპის რაკეტებით დაბომბა სასოფლო-სამეურნეო საწარმო. სამხრეთ სარდლობის, ასევე რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რაკეტები მოხვდა მარცვლეულის საწყობებს და შენობას, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ინახებოდა, ორი ადამიანი დაშავდა.