ზელენსკიმ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი, ვადიმ პრისტაიკო თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის ბრძანებას ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტში ოფიციალური მიზეზი დასახელებული არაა, თუმცა გადაწყვეტილება ელჩის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის საჯარო კრიტიკას მოჰყვა.

დოკუმენტის თანახმად, ვადიმ პრისტაიკო ასევე გაათავისუფლეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის წარმომადგენლის პოსტიდან.

ბრძანებაში დაკონკრეტებული არაა, ვინ ჩაანაცვლებს ვადიმ პრისტაიკოს.

პრისტაიკომ ზელენსკი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო გააკრიტიკა. კერძოდ, ბენ უოლასმა განაცხადა, რომ კიევმა მეტი მადლიერება უნდა გამოხატოს თავისი მოკავშირეებისგან იარაღის მიწოდებისთვის.

უოლასის ამ განცხადებას პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა და თქვა, რომ უკრაინა ყოველთვის მადლიერია ბრიტანეთის, როგორც მტკიცე მოკავშირის. მისივე თქმით, უოლასს შეეძლო ეცნობებინა უკრაინა, როგორ "ადგეს ყოველ დილით და გამოხატოს მადლიერება მინისტრისადმი".

გასულ კვირას ბრიტანულ გამოცემა Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის ელჩს ჰკითხეს, იყო თუ არა ზელენსკის კომენტარი სარკასტული, რაზეც პრისტაიკომ უპასუხა, რომ იყო.

"არ მგონია, რომ ეს სარკაზმი ჯანსაღია. [რუსებმა] უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ", - თქვა დიპლომატმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი