
გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის - ათი Leopard 1 A5 ტანკი.
როგორც გერმანიის მთავრობა წერს, ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე უკვე ჩავიდა 10 ერთეული Leopard 1 და მომავალში, დანიის მთავრობასთან საერთო პროექტის ფარგლებში, დამატებით 100 ტანკის გაგზავნას გეგმავს.
მათივე ცნობით, უკრაინას ასევე გადაეცა 20 ერთეული MG3-ის ტყვიამფრქვევი Leopard 2-ის ტანკებისთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის და Dach-ის საინჟინრო მანქანებისთვის.
გარდა ამისა, უკრაინას გადაეცა კიდევ 1 300 ჭურვი 155 მმ-იანი ჰაუბიცისთვის, ერთი ხიდის სისტემა, 12 მისაბმელი.
დახმარების პაკეტში ასევე შედიოდა 10 სახმელეთო სარადარო სადგური, გარდა ადრე გადაცემული რვისა; კიდევ 16 Zetros სატვირთო მანქანა, ოთხი მანქანა მესაზღვრეებისთვის, კიდევ ასი ათასი ინდივიდუალური ტაქტიკური პირველადი დახმარების ნაკრები.