ხმაური ბათუმის საკრებულოში - ერთმანეთს ენმ-ისა და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, რეზო ხარაზს მმართველი პარტიის დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ხარაზმა ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, საჯარო ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და საკრებულოს წევრებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნა შეახსენა, სადაც ბათუმის საკრებულოში არსებულ ხარვეზებზე არის საუბარი. 

რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის მერიაში არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და გადაცდომები, რომლებზეც მას პასუხის გება მოუწევს.

თავად ბათუმის მერი, ოპოზიციონერ დეპუტატს "ომის პარტიის წარმომადგენელს" უწოდებს.

"წარმომადგენლებმა ოპოზიციის მაინც მიაღწიეს მიზანს და თქვენც კი გაიძულეს, რომ პირველი კითხვით ამით მოგემართათ, მე დავიწყებდი რომ ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაიზარდა. ეს იყო მთავარი და სწორედ ამის გადაფარვა უნდათ ომის პარტიასა და ოპოზიციური სპექტრის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არასდროს გამოირჩეოდნენ კეთილგონიერებით და კეთილსიტყვიერებით", - ამბობს ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი.

სხდომა ბათუმის საკრებულოში დღეს, 21 ივლისს გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი