გერმანია და NATO-ს წევრი ქვეყნები მზად არიან, პოლონეთს მხარი დაუჭირონ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარის დაცვაში, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პოსტორიუსმა გააკეთა.
"თუ პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ დახმარება, მიიღებენ. ისინი არიან NATO-ს პარტნიორები, სანდო პარტნიორები, ამიტომ ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ", - თქვა პისტორიუსმა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის თავდაცვის ძალებმა "ვაგნერელებთან" ერთად, პოლონეთის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს. მოგვიანებით, პოლონეთმა საკუთარი სამხედრო ძალების ნაწილი ბელარუსის საზღვართან გადაისროლა.