ახალი ზელანდია რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

გამოქვეყნდა:

ახალი ზელანდია რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. ჯამში საუბარია 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, უკრაინიდან რუსეთში ბავშვთა დეპორტაციასა და რუსეთის გასამხედროებულ ფორმირებებში.

"ეს სანქციები ეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 14 ფიზიკურ პირს და სუბიექტს. ისინი ავითარებენ, აწარმოებენ ან ყიდულობენ იარაღს, ელექტრონულ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად იყენებს", - ნათქვამია ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა 6 ბელარუსული ორგანიზაცია, მათ შორის ბანკები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი