"ბებია ბიჭს არ უშვებდა ხელს და პოლიციელები მასაც ურტყამდნენ" | 21 წლის ბიჭზე ძალადობის თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

"ბებია ბიჭს არ უშვებდა ხელს და პოლიციელები მასაც ურტყამდნენ", - ამის შესახებ 21 წლის ბიჭზე ძალადობის თვითმხილველი საუბრობს და იხსენებს დეტალებს, როგორ უსწორდებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები ახალგაზრდა ბიჭსა და მის ბებიას.

კორპუსიდან იხედებოდა N-რაოდენობა ხალხი, აი აქაც იდგა ხალხი. მე დამხვდა მანქანა მილიციის აქ, ვიღაცა ბიჭი იყო ჩატენილი მანქანაში. ბებია ბიჭს არ უშვებდა ხელს და მილიციელები ფაქტიურად ამ ბებიას ურტყამდნენ. ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა ბიჭი იყო, ვინც ბებიას ურტყამდა... მე ვიფიქრე კიდეც, რომ თუ სასამართლო იქნება, ნამდვილად მოწმედ წავალ, რომ უნდა დაიშვას პრეცენდენტი იმისა, რომ დაისაჯოს ადამიანი, რომელიც გადაჭარბებულად ასრულებს თავის მოვალეობას. იმდენად გადაჭარბებულად, რომ რომელიღაც პოლიციელს ტელეფონიც კი დაუვარდა. ბიჭი მიჰყავდათ როგორ, იცი? ბებია ხელს რომ არ უშვებდა, მანქანა დაქოქეს და ბებიიანად მიჰყავდათ მანქანა, - ამბობს თვითმხილველი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი