ქობულეთის სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი ფიგურირებს.
გარდა ამისა, როგორც მარინა მაძღარაშვილი ამბობს, ჯერ კიდევ უცნობია, რითი აქვს მიყენებული გარდაცვლილს 18 ჭრილობა.
"18 ჭრილობითაა ჩემი შვილი მოკლული და 18 ჭრილობა რით აქვს მიყენებული არ ვიცით, იმიტომ, რომ ექსპერტიზის პასუხები ჩემთვის ცნობილი არ არის. ისინი ასახელებენ, რომ ერთი არის მკვლელიო, ბაჟუნაიშვილმა მოკლა, თორემ ჩემთვის ერთი არ არის მკვლელი. მკვლელები არიან ყველანი. გეტყვით ბაჟუნაიშვილი მთავარი, შემდეგ არის ალექსანდრე ახვლედიანი. ესენი ჩემი შვილის პარალელური კლასელები არიან.
ჩამოთრეული იყო ჩემი შვილის მკვლელი, დიდი ბრიტანეთიდან და როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, ჩემი ძმაკაცი არისო. სტუმრად არის ერთი კვირითო და ისევ მიდისო. ერთი კვირით იყო ეს მკვლელი ჩამოსული. შეაგროვა თავისი ახლობლები, მათ შორის ალექსანდრე ახვლედიანი, ლუკა ჯიბლაძე და დავით მენაბდე და როგორც თქვეს ელენე დოლიძე, შეყვარებულ და ჩემი შვილი, იქ დალიეს თუ რა გააკეთეს არ ვიცი. იქ ჩემს შვილს არ მოეწონა რაღაც, გაიყვანა ბაჟუნაიშვილმა ვითომ გაცილების მიზნით და წაიყვანა ბაღჩისკენ. როგორც ეტყობა ამას განზრახვა ჰქონდა გულში ჩადებული. ეგ ყოფილა ფსიქოპატი" - ამბობს მარინა მაძღარაშვილი.
ასევე, გარდაცვლილი გიორგი ალხანიშვილის დედა ამბობს, რომ საქმეში კიდევ 6 პირი მონაწილეობდა, მათ შორის ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და მისი ბიძა, მამა იაკობი, რომელიც სასამართლომ 15 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია, რადგან ცხედრის გადამალვის პროცესში სასულიერო პირიც მონაწილეობდა.
"მაგას ძალიან დიდი მონაწილეობა აქვს იმის ორგანიზებაში, რომ ჩემი შვილი დაემარხათ. სასამართლომ მისი გათავისუფლება ისე ახსნა, რომ სასულიერო პირს თავისმა ძმისშვილმა აღსარების სახით უთხრა ეს და ამის გაცემის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ეს როგორ უთხრა რა ფორმით და რა ვითარებაში [უცნობია] " - ამბობს მარინა მაძღარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ბაჟუნაშვილს ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი, რადგან მკვლელობის შემდეგ მან საქართველო მალევე დატოვა. ის 2023 წლის 16 ივლისს დიდ ბრიტანეთში დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
იხილეთ ასევე: