გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს. გიორგი ალხანიშვილი ქობულეთის სოფელ ლეღვაში სტუმრად იმყოფებოდა რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.ბ-მ მას ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.  

"ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად  გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა", - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი