კანადაში ხანძრის ჩაქრობისას ვერტომფრენი ჩამოვარდა. 41 წლის პილოტი ადგილზე დაიღუპა.
მედიის ცნობით, შემთხვევა კანადის პროვინცია ალბერტას ჩრდილოეთით სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ვერტმფრენი ცეცხლის ჩაქრობას წყლით ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშობენ. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირაა კანადაში ტყის ძლიერი ხანძრებია. როგორც წესი, ხანძრების სეზონი პიკს ივლისის ბოლოს ან აგვისტოში აღწევს.