თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა აღდგეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოთხოვნებისკენ მოუწოდებს.
''შავი ზღვის ''მარცვლეულის შეთანხმების'' შეწყვეტას მთელი რიგი შედეგები მოჰყვება, დაწყებული საკვების გლობალური ფასების მატებიდან გარკვეულ რეგიონებში დეფიციტამდე და პოტენციურად, მიგრაციის ახალ ტალღებამდე. მჯერა, ამ საკითხის საფუძვლიანი განხილვით პრეზიდენტ პუტინთან, ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული ძალისხმევის გაგრძელდება. ვიცით პრეზიდენტ პუტინსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და გადამწყვეტია ამ ქვეყნებისთვის ზომების მიღება ამ კუთხით'', - აცხადებს ერდოღანი.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის ''მარცვლეულის შეთანხმება'' შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობაა.