ქართული პოლიტიკური სპექტრი ცხელი შემოდგომისთვის ემზადება. კონსულტაციები ყველა მიმართულებით დაწყებულია. ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად რომ კონკრეტული და მკაფიო გეგმაა საჭირო თანხმდება ყველა, თუმცა ვინ ვის გვერდით ხედავს საკუთარ თავს, ჯერ გარკვეული არ არის.
პირველი განაცხადი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" გააკეთეს. ამ ერთობაში საკუთარ თავს ვერც "ლელო", "დროა" და ვერც "გირჩი" ხედავს და მოლაპარაკებები სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ყოფილი თანაგუნდელები ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. "ქართული ოცნების" ძველი გვარდია ივანიშვილის დამარცხების ერთობლივ გეგმას განიხილავს.