
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები შეტევებს, ძირითადად, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებით აგრძელებენ.
"მოწინააღმდეგე ძირითად ძალისხმევას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე ამახვილებს. ბოლო დღის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.
უწყების ცნობით, უკრაინის ძალები აგრძელებენ თავდაცვას ყველაზე ცხელ წერტილებში და შეტევით მოქმედებებს მელიტოპოლსა და ბერდიანსკში.
ასევე ნახეთ: