დასავლეთ ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
მეწყერი ოთხშაბათს ღამით რაიგადის რაიონის სოფელ ირშალვადში მოხდა და რამდენიმე სახლი გაანადგურა.
ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც ადგილობრივებიც არიან ჩართული.