რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინას "შაჰიდებით" შეუტია - უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

22 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ხუთი "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

"ხუთივე კამიკაძე დრონი საჰაერო ძალების საზენიტო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს," - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, როგორც უკრაინის საჰაერო ძალები ამბობენ, გასული დღის განმავლობაში საზენიტო თავდაცვამ გაანადგურა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ცხრა სადაზვერვო თვითმფრინავი. გასულ დღეებში კი საჰაერო ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 25-ზე მეტი ჯგუფური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი