ბოლო ერთ დღეში რუსეთის თავდასხმებს დონეცკში ​​​​​​6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 5

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმების შედეგად ბოლო ერთ დღეში ჯამში 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მათგან 4 ადამიანი დონეცკის ოლქის სოფელ ნიუ-იორკზე მიტანილ რუსულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, 2 ბავშვი კი სოფელ დრუჟბაზე მიტანილ იერიშს. ამის შესახებ დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ, ისაუბრა.

კირილენკოს თქმით, რუსებმა არაერთი დარტყმა მიაყენეს ტორეცკის ტერიტორიულ თემსაც. ამას გარდა, S-300 ტიპის რაკეტებით შეუტიეს კრამატორსკს, რაკეტა საწარმოს მოხვდა.

"ნიუ-იორკში მტერმა ჩამოაგდო 3 საჰაერო ბომბი. დაიღუპა 4 და დაიჭრა 3, დაზიანდა 16 სახლი და ადმინისტრაციული შენობა...ავდეევკას საარტილერიო დაბომბვა კი მოხდა დილით, მსხვერპლის გარეშე," - აღნიშნა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიჭრა კონსტანტინოვკაში. დაზიანდა 5 მრავალსართულიანი შენობა, 30 კერძო სახლი, საბავშვო ბაღი, გაზსადენი და წყალმომარაგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი