დრონებით თავდასხმა ოკუპირებული ყირიმის აეროდრომსა და ნავთობსაცავზე - გამოცხადდა ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

ყირიმის რუსული საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ აეროდრომსა და ნავთობის საცავს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. 

"კრასნოგვარდეის რაიონზე მტრის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობი. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა. მივიღეთ გადაწყვეტილება, შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში, დროებითი განსახლების პუნქტებში მოსახლეობის ევაკუაციის. რისკების შესამცირებლად შეწყდა ყირიმის რკინიგზაზე მოძრაობა. შესაძლო შედეგების აღმოსაფხვრელად ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებს," - განაცხადა ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა.

​შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა სრულად შეზღუდა. ინფორმაცია რუსულ მედიასა და Telegram არხებზე ვრცელდებოდა, თუმცა მიზეზი უცნობი იყო. უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას უკავშირდებოდეს. ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი ღერძი გადაიხარა, ხიდის ნაწილი კი დაიტბორა. ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ დაზიანებების შეკეთებას რამდენიმე თვე და მნიშვნელოვანი ხარჯები დასჭირდებოდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი