ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათობით სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა

გამოქვეყნდა:

ტაივანის მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით ათობით სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩინეთმა  ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში 37 თვითმფრინავი და შვიდი სამხედრო ხომალდი გაგზავნა, მათ შორის არის J-10 და J-16 ავიაგამანადგურებლები, ასევე H-6 ბომბდამშენები.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ ამ საბრძოლო თვითმფრინავებიდან 22 შევიდა კუნძულის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში და გადაკვეთა ტაივანის სრუტის შუა ხაზი, რომელიც არაოფიციალური საზღვარია ჩინეთსა და ტაივანს შორის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი