სუმის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

​უკრაინაში, სუმის ოლქზე რუსეთის საარტილერიო თავდასხმებს დღეს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ოთხი. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

როგორც უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, კრასნოპოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 აფეთქება დაფიქსირდა. 

"წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - აცხადებს სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი