წალკის რაიონის სოფელ იმერაში მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ისინი სასმელი წყლისა და უგზოობის პრობლემებს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო დღეს წალკაში - დღეს ქუჩაში შვიდი სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. მათ სოფელ იმერაში გზა გადაკეტეს, რის გამოც მოძრაობა ორი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ადგილობრივები წალკისა რაიონში არსებულ უმძიმეს პირობებს აპროტესტებენ - მათ არ აქვთ სასმელი წყალი, პრობლემად რჩება გზა, რის გამოც სოფელში გადაადგილებას სასწრაფო დახმარების მანქანებიც ვერ ახერხებენ. 

დღეს ადგილობრივ მოსახლეობას წალკის საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა და გზის რეაბილიტაციის დაწყებას მომდევნო კვირიდან დაპირდა. მისი თქმით წყლის პროექტიც უკვე გამზადებულია და სოფლების მოსახლეობას სასმელი წყალი მალე ექნებათ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება ხალხს გზის რეაბილიტაციას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ყოველი არჩევნების წინ პირდება, თუმცა წინასაარჩევნო დაპირებები ფუჭად რჩება. წალკის მცხოვრებლებმა მათი ცხოვრების მძიმე პირობები რამდენიმე კვირის წინაც გააპროტესტეს, გამგეობა მაშინაც დაპირდა, მაგრამ დაპირება არ შეუსრულეს, რის გამოც რაიონის მოსახლეობა ისევ ქუჩაში ამოვიდა. 

ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ იმ ხალხს ეხმარება, ვინც მისი მხარდამჭერია. ასეთი შერჩევითი მიდგომაა წალკაში, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ადგილობრივი მკვიდრები ამბობენ, რომ თუ მათ ისევ მოატყუებენ, პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი