"თუ მოხდება ცუდზე უარესი, პოლონეთი დახმარებას მიიღებს" - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთზე თავდასხმის შემთხვევაში, გერმანია ვარშავას დაეხმარება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა

"ჩვენ ერთიანები ვართ, ვაკოორდინირებთ მოქმედებას და არა მხოლოდ მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრები ვხვდებით ერთმანეთს, არამედ სხვა შემთხვევებშიც. თუ პოლონელ მეგობრებს დახმარება დასჭირდებათ - თუ მოხდება ცუდზე უარესი - ისინი ამას მიიღებენ", - განაცხადა პისტორიუსმა.

პოლონეთისა და დასავლელი პარტნიორების შეშფოთება ბელარუსში "ვაგნერის" დაჯგუფების გადასროლას უკავშირდება. მინსკმა უკვე დააანონსა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფებასთან ერთად ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გამოიძახებს რუსეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვლადიმერ პუტინის სიტყვების შემდეგ, თითქოს სტალინმა პოლონეთს მიწა "აჩუქა".

"სტალინი იყო ომის დამნაშავე, რომელიც პასუხისმგებელი იყო ასობით ათასი პოლონელის სიკვდილზე. ისტორიული სიმართლე უდავოა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ რუსეთის ფედერაციის ელჩს", - განაცხადა მორავიეცკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლონეთი ომში "პირდაპირ ჩარევას" და უკრაინისგან ტერიტორიების ნაწილის წართმევას გეგმავს. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთს ბელარუსის ტერიტორიის ნაწილის ანექსია სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი