უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა.
ზელენსკის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას, სამხედრო ალიანსში უკრაინის ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებს, ასევე შავ ზღვაში არსებულ ვითარებას.
"სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან.
განვიხილეთ ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულება და შემდგომი ნაბიჯები უკრაინის NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ჩვენ ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ შეფასებები შავ ზღვაში არსებულ ვითარებასა და რისკებზე, რომელიც გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.
გარდა ამისა, ვისაუბრეთ პრიორიტეტულ და სამომავლო ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია შავის ზღვის მარცვლეულის დერეფნის განბლოკვისა და მდგრადი მუშაობისთვის", - წერს ზელენსკი.