საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე დამატებითი 35 კმ ღობის მშენებლობა დაიწყო, რათა უკეთ აღკვეთოს უკანონო მიგრაცია.
საბერძნეთის ხელისუფლება გამყოფი ხაზის მშენებლობაზე 92 მლნ ევროს დახარჯავს. ბარიერის სიმაღლე 5 მეტრი იქნება, დამონტაჟდება სადამკვირვებლო აღჭურვილობა და 7 სადამკვირვებლო კაბინა ჯავშანტექნიკით.
ევროკავშირში შესაღწევად არალეგალი მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და აფრიკიდან თურქეთში, იქიდან კი საბერძნეთში ჩადიან
2021 წელს საბერძნეთმა თურქეთთან 40 კილომეტრიანი სასაზღვრო ღობის მშენებლობა დაასრულა, ხოლო 2022 წელს მისი გაფართოება გადაწყვიტა.