ბანგლადეშში ავტობუსი წყალში გადავარდა - დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბანგლადეშში, სამხრეთ ჯალაკათის რაიონში ავტობუსი წყალში გადავარდა. დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი და დაშავდა 53. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. 

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანგლადეშში ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო ზრდა შეინიშნება. ქვეყნის საგზაო ტრანსპორტის სამსახურის მონაცემებით, ივნისში 562 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 504 და დაშავდა 785 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი