შვედეთი უკრაინის აღდგენის პროექტებისთვის 522,6 მლნ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

შვედეთი უკრაინის აღდგენისთვის 522,6 მლნ ევროს გამოყოფს , - ამის შესახებ შვედეთის განვითარებისა და საგარეო ვაჭრობის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა განაცხადა. შვედეთის მთავრობამ 2023-2027 წლების უკრაინის რეკონსტრუქციისა და რეფორმების სფეროში თანამშრომლობის სტრატეგია წარადგინა.

როგორც მინისტრმა აღინიშნა, ეს არის შვედეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ორმხრივი დახმარების პროგრამა დაფინანსების თვალსაზრისით და სწორედ უკრაინა გახდა მისი მიმღები.

თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას, მწვანე განვითარებას, მეწარმეობას, ვაჭრობას, განაღმვასა და მედიასაქმიანობას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი