მოსკოვის გარეუბანში მამაკაცი, სავარაუდოდ, იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა - ისმის სროლის ხმა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მახლობლად, სოფელ შერვუდში სამხედრო ფორმიანი მამაკაცი, სავარაუდოდ, უკრაინის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლის მიმდებარედ ისმის აფეთქებისა და ორმხრივი სროლის ხმა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. 

"ნაკვეთის მთელი ტერიტორია, ისევე როგორც სოფელი, გარშემორტყმულია პოლიციის მიერ. ადგილზე მუშაობს სპეცრაზმი", - წერს სოციალურ ქსელში რუსეთის დუმის დეპუტატი, ოლექსანდ ხინშტეინი.

სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სახლში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იანუკოვიჩი ცხოვრობდა, თუმცა საკუთრება ახლა ვინმე ლარისა მუსკოვიტეს სახელზეა გაფორმებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი