დონეცკის ოლქში რუსეთმა კასეტური ბომბი ისროლა - დაიჭრა DW-ის ოპერატორი

გამოქვეყნდა:

დღეს, 22 ივლისს, უკრაინაში „დოიჩე ველეს“ ოპერატორი დაბომბვის შედეგად დაიჭრა. თავდასხმის დროს ასევე დაიღუპა უკრაინელი ჯარისკაცი. კიდევ რამდენიმე მძიმედ დაშავდა.

გერმანული მაუწყებლის ცნობით, ევგენ შილკო რუსული კასეტური საბრძოლო მასალის შედეგად, დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში, ქალაქ დრუჟკოვკაში დაიჭრა. თავდასხმა ფრონტის ხაზიდან 23 კილომეტრში მოხდა. DW-ის გადამღები ჯგუფი უკრაინელი სამხედროების წვრთნებზე რეპორტაჟს ამზადებდა.

წინასწარი მონაცემებით, რუსული დაბომბვის სამიზნე უკრაინელი სამხედროების პოლიგონი იყო.

”ჩვენ ვიღებდით უკრაინის არმიას სამიზნე სროლის დროს, როდესაც მოულოდნელად რამდენიმე აფეთქების ხმა გავიგეთ.  დავწექით, რასაც ახალი აფეთქებები მოჰყვა, დავინახეთ, რომ დაშავდა ხალხი. მოგვიანებით, უკრაინის არმიამ დაადასტურა, რომ კასეტური ბომბით გვესროლეს“. თქვა DW-ის კორესპონდენტმა მათიას ბოჰლინგერმა.

ევგენ შილკო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი