პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი ვირა ზვონარევა ქვეყანაში არ შეუშვა, - ინფორმაციას
უკრაინული მედია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსმა სპორტსმენმა და პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ბელგრადიდან თვითმფრინავით პოლონეთში ჩასვლა სცადა.
" 21 ივლისს, სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი პოლონეთში არ შეუშვა. ვერა ზვონარევა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას, საფრანგეთის მიერ გაცემული ვიზით, ბელგრადი-ვარშავის რეისით ცდილობდა. სერბეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩოგბურთელი ვარშავის შოპენის აეროპორტის სატრანზიტო ზონაში დარჩა, დღეს კი 12:00 საათის შემდეგ პოდგორიცაში გაფრინდა", - ნათქვამია შეტყობინებაში.
პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა რუსი ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვა, რადგან ის იმ პირთა სიაშია, რომელთა ყოფნაც პოლონეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არასასურველია.