ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა, - ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ 23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკონომიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობასა და სხვა საკითხებს.