ყაზბეგში, ლარსის გამშვები პუნქტზე, საზღვრის დაცვის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარ არხს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.
გამყრელიძის თქმით, ადგილზე კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
ინფიცირებული სასაზღვროს თანამშრომლები დღეს, 11 აგვისტოს გამოვლენილ 14 ახალ შემთხვევას შორის არიან.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.