ლენინგრადის ოლქის ქალაქ ლუგაში, ფოლკლორულ ფესტივალზე ხის ხიდი ჩაინგრა. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
ლენინგრადის რეგიონის ადმინისტრაციის ცნობით, კიდევ ორმა დაშავებულმა მოგვიანებით, დამოუკიდებლად მიმართა საავადმყოფოს დახმარებისთვის.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.