ოკუპირებულ მარიუპოლში "სამშენებლო" სამუშაოებისთვის ჩასული უზბეკი მშენებლები, რუსებმა ფრონტზე გაგზავნეს - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქეები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ  მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებისთვის ჩავიდნენ, რუსებმა ფრონტის ხაზზე მოხალისეებად გაგზავნეს.

უწყების ცნობით, რუსებმა მათ პასპორტები წაართვეს. 

"დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ჰორლივკაში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილებში დაფიქსირდა უზბეკეთის მოქალაქეების ყოფნა. აღნიშნული პირები სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქ მარიუპოლში ჩავიდნენ", - ნათქვამია განცხადებაში

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი