კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.როგორც Reuters  წერს, სანაპირო დაცვის ხომალდებითა და 30-ზე მეტი კერძო ნავით 2 000 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარე სანაპიროებიდან. ევაკუირებულთა შორის არიან ტურისტები.

კუნძულზე უკვე ხუთი დღეა ტყის ძლიერი ხანძარია. ცეცხლმა ზღვისპირა სამი სასტუმრო და სოფელი დააზარალა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი