გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა სუმი 24-ჯერ დაბომბეს - დაიღუპა 1 და დაშავდა 6 ადამიანი

გამოქვეყნდა:

გასული დღის განმავლობაში, 22 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმის რეგიონი 24-ჯერ დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. დაზიანდა გაზსადენი და საცხოვრებელი კორპუსები. 

როგორც სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცნენ ​კრასნოპილსკი, ველიკოპისარივსკი, ბილოპოლსკი, სერედინა-ბუდსკი, ზნობ-ნოვგოროდსკი, იუნაკოვსკი და ხოტინსკის თემები. რუსეთის ძალები კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ  სერედინო-ბუდსკის თემსაც. დღის განმავლობაში რეგიონში ჯამში 113 აფეთქება დაფიქსირდა.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი