ოკუპანტები ღამით ოდესას თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.

გარდა ამისა, ადგილობრივი საკრებულოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი