მექსიკაში, არიზონას საზღვართან ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

მექსიკის შტატ სონორაში, არიზონას საზღვართან, ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.

შემთხვევის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ბარს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. დანაშაულის მოტივი უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი