გასულ დღეს რუსეთთან 40-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთთან 40-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ძალები შეტევებს, ძირითადად, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე აგრძელებენ.

"ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევსკისა და მარინკას მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 40-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა," - ნათქვამია გენშტაბის დილის ანგარიშში.

​უწყების თქმით, ვოლინისა და პოლსკის მიმართულებებზე ოპერატიული ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სივერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებებზე რუსეთმა ავიადარტყმა განახორციელა ხარკოვის რეგიონში და იერიში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მიიტანა.

"უკრაინელი ჯარისკაცები კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვაზე იმყოფებიან...ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები განახორციელა...ბახმუტის მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები...ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებს ამაგრებენ," - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი