ესპანეთში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ესპანეთში ვადამდელ არჩევნებზე ხმის მიცემა დაიწყო. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე დიდი შანსი მემარჯვენე პარტიებს აქვთ. 

მოქმედმა პრემიერმა, პედრო სანჩესმა, ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში მისმა სოციალისტურ მუშათა პარტიამ და Unidas Podemos-მა მარცხი განიცადეს. სანჩესი პრემიერ მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.

"ის, რაც დღეს მოხდება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისთვისაც", - განაცხადა სანჩესმა ხმის მიცემის შემდეგ.

მართალია, გამარჯვებას მემარჯვენე სახალხო პარტიას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ, სავარაუდოდ, მთავრობის ფორმირებისთვის მათ ულტრამემარჯვენე Vox-ის მხარდაჭერა დასჭირდებათ. 

გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთში მემარჯვენე პარტიები მხრიდან ხელისუფლებაში ფრანცისკო ფრანკოს თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ პირველად მოვლენ.

ესპანეთი არ იქნება გამონაკლისი ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც არჩევნებში მემარჯვენე კოალიცია გაიმარჯვებს. მსგავსი შედეგით დასრულდა არჩევნები შვედეთში, ფინეთსა და იტალიაში. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, შეშფოთებულნი არიან იმით, თუ რას შედეგებს მოიტანს ასეთი ცვლილება ევროკავშირის იმიგრაციისა და კლიმატის პოლიტიკისთვის.

37 მილიონი ამომრჩევლისთვის საარჩევნო უბნები ესპანეთის დროით დილის 9 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება. შედეგები გვიან საღამოს გამოცხადდება. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი