რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული და აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი 40 წლის ანტონ ჩერეპენნიკოვი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება.
ჩერპენნიკოვი ICS Holding-ის დამფუძნებელია. ჰოლდინგი აერთიანებს უამრავ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელთა შორის არიან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სისტემების მწარმოებლები. ამ სისტემებს სპეციალური სამსახურები იყენებენ, მათ შორის ტელეფონების მოსასმენად.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ჩერეპენნიკოვსა და ICS Holding-ს სანქციები დაუწესა. ფინანსური ბიუროს განცხადების თანახმად, ის "ციტადელის" საბოლოო ბენეფიციარი იყო. კომპანიამ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა. რომელიც ქსლებიდან ფინანსური და პერსონალური ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენებოდა.
ICS Holding-ი ასევე დაკავშირებულია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან.