დონეცკის ოლქში რუსეთის თავდასხმას 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა ცხრა

გამოქვეყნდა:

22 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული პუნქტები დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 9 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 

"2023 წლის 22 ივლისს რუსეთის საოკუპაციო არმიამ, სავარაუდოდ, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით, დაბომბა დასახლებული ტერიტორიები რეგიონის ჩრდილოეთით: ქალაქები ავდიივკა, დრუჟკივკა, სივერსკი. ასევე, სოფელი ტორეცკა, სოფიევკა, დრუჟბა და ფედორივკა," - იუწყება უკრაინის გენერალური პროკურატურა.

თავდასხმების შედეგად განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და შენობები. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ გუშინდელი დაბომბვის შედეგად მხოლოდ სოფელ დრუჟბაში 20 სახლი და მაღაზია დაზიანდა. ტორეცკში კი ქერის ყანა დაიწვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი