
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაბომბეს. ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი. დაშავდა 60 წლის კაცი და 72 წლის ქალი.
"გასულ დღეს მტერი მასიურად ბომბავდა დასახლებებს ხარკოვის, ჩუჰუივის, კუპიანსკისა და იზიუმის რაიონებში არტილერიით, ნაღმმტყორცნებითა და საჰაერო ხომალდებით. ჩვენი მცველები პოზიციებს იკავებენ კუპიანსკში. მტერი წინსვლას ვერ ახერხებს," - ამბობს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.
ზაპოროჟიეს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს თქმით კი, რუსეთმა გასულ ღამეს ოლქში 20-მდე სამოქალაქო დასახლებას 69-ჯერ დაარტყა. მალაშკოს ცნობითვე, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს გარეუბანს და რაიონს 4 რაკეტა ესროლეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.