ოდესაში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, ტაძრის გარდა, კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი - მეცნიერთა სახლი განადგურდა. დაზიანებულია თითქმის ყველა ძველი ნივთი. შესაბამისი ფოტომასალა უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.